ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

facebook-ზე გამოცხადებული ფოტოკონკურსების გამარჯვებულები დასაჩუქრდნენ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა სამინისტროს მიერ facebook-ის მომხმარებლებისათვის გამოცხადებული ფოტოკონკურსების „ულამაზესი სვანეთი“ და ”მე სკოლაში მივდივარ”  გამარჯვებულები დაასაჩუქრა. საქართველოში წარმოებული პორტატული კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერისტეტის მესამე კურსის სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტი, პრეზიდენტის სტიპენდიანტი გიორგი ფუტკარაძე და ბიოლოგიის მასწავლებელი ხათუნა გოგალაძე. ფოტოკონკურსები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს facebook-ის ოფიციალურ გვერდზე www.facebook.com/mes.gov.ge გამოცხადდა და მასში მონაწილეობის მიღება ყველა მსურველს შეეძლო.

განახლებული სვანეთი ბოლო პერიოდში ნამდვილ აღმოჩენად იქცა არამარტო უცხოელებისათვის არამედ, ბევრი ქართველისთვისაც.  სწორედ ამ ფაქტორმა განაპირობა მინისტრის გადაწყვეტილება facebook-ის მომხმარებლებისათვის ფოტოკონკურსი შეეთავაზებია დღეისათვის ყველაზე აქტუალურ და ლამაზ თემაზე სახელწოდებით - ”ულამაზესი სვანეთი”.  ახალი სასწავლო წლის დაწყებას მიეძღვნა ფოტოკონკურსი ”მე სკოლაში მივდივარ”. 

facebook-ის მომხმარებლებისათვის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინის ინიციატივით  უკვე სხვადასხვა თემატიკის ექვსი ფოტოკონკურსი  ჩატარდა.   სოციალური ქსელის საშუალებით სამინისტრო მომავალშიც არაერთ საინტერესო, შემეცნებით კონკურსს გამოაცხადებს.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე