ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მანდატურებმა მრავალშვილიან ოჯახს საჩუქრები გადასცეს

სკოლის მანდატურები  საქველმოქმედიო აქციებს განაგრძობენ. ამჯერად მანდატურები  ხარიტონაშვილების  მრავალშვილიან ოჯახს თელავში  ესტუმრნენ. ხარიტონაშვილების ოჯახს, სადაც შვიდი მოზარდი ცხოვრობს, მანდატურებმა სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს და  საჩუქრად ტანსაცმელი, საყოფაცხოვრებო ნივთები და  სასკოლო ინვენტარი გადასცეს. ბავშვებმა მანდატურებს საჩუქრებისთვის მადლობა გადაუხადეს და თავის მხრივ, სტუმრებს ლექსები წაუკითხეს. 

მსგავს აქციებს მანდატურები მომავალშიც გააგრძელებენ. ისინი მზად არიან ნებისმიერ დროს მხარში დაუდგნენ ოჯახებს, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე