ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

157-ე საჯარო სკოლაში წიგნის "ჩემი უფლებები და მოვალეობები" პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს განათლებისა  და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა  და შსს აკადემიის რექტორმა ხატია დეკანოიძემ თბილისის №157-ე საჯარო სკოლის უფროსკლასელებს ახალი წიგნი "ჩემი უფლებები და მოვალეობები" წარუდგინეს. წიგნი გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის მიერ მომზადდა და   14-18 წლამდე ასაკის მოზარდებისთვისაა განკუთვნილი.

წიგნის მიზანს წარმოადგენს 14 წლიდან 18 წლამდე ასაკის მოზარდთა შორის  სამართალდარღვევათა პრევენცია, მათი ცნობიერების ამაღლება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული  უფლებებისა და მოვალეობების შესახებ, ასევე მათ მიერ სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში, კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შესახებ.  

წიგნში  საქართველოს კანონმდებლობაზე დაყრდნობით, პოპულარულ ენაზე და პრაქტიკული მაგალითების თანხლებით გადმოცემულია, თუ რა უფლებები და მოვალეობები წარმოექმნებათ მოზარდებს გარკვეული ასაკის მიღწევისას, როგორ იცავს კანონი მათ უფლებებს ხელყოფისაგან და როგორია მათი პასუხისმგებლობა კანონის დარღვევისას. ასევე გამახვილებულია ყურადღება არასრულწლოვანთა შორის ყველაზე უფრო  გავრცელებულ სამართალდარღვევებზე.

წიგნში შეტანილია უახლესი საკანონმდებლო ცვლილებები, ასევე ადმინიტრაციული, სამოქალაქო და სისხლის სამართლის ნორმები, რომლებიც ეხება არასრულწლოვნებს.

წიგნის გამოცემა განხორცილედა გეოპოლიტიკური კვლევების საერთშორისო ცენტრის პროექტის „სკოლის მოსწავლეთა - არასრულწლოვანთა უფლებები და მოვალეობები“ ფარგლებში.
პროექტის ფინანსური მხარდამჭერია სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდი.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე