ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ახალი საგანმანათლებლო პროფესიული კოლეჯი გაიხსნა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ საქართველოს საპატრიარქოს მიერ დაარსებული პროფესიული კოლეჯი გახსნეს.

პროფესიული კოლეჯი საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდ ”ლაზარეს” საქმიანობიდან გამომდინარე შეიქმნა.  დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, ფონდი რამოდენიმე წელია პროფესიულ სახელობო პროგრამებს სოციალურად დაუცველ მოზარდებს ასწავლის.

2010 წელს მისი უწმიდესობის ლოცვა-კურთხევით წმიდა ექვთიმე ღვთისკაცის სახელობის საგანმანათლებლო პროფესიული კოლეჯი დაარსდა და ამით ფონდის   საქმიანობა სახელმწიფოს ერთიან საგანმანათლებლო სივრცეში მოექცა. 2011 წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით, სასწავლებელს ავტორიზებული კოლეჯის სტატუსი მიენიჭა.

კოლეჯი ახალი სასწავლო წლიდან ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას, სადაც ამოქმედდა. კოლეჯი სამინისტროს მიერ აღიარებულ შემდეგ პროფესიულ მიმართულებებს ახორციელებს: ოფისის მენეჯერი, მასაჟისტი, კორესპონდენტი, ექთნის თანაშემწე (მომვლელი, ძიძა, გერიატრი), ბუღალტერი, გიდი, მემინანქრე.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე