ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

დუშეთის რაიონის სოფელ შუაფხოს საჯარო სკოლაში რესურსების ოთახი საზეიმოდ გაიხსნა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების ცენტრის დირექტორი ნათია ჯოხაძე და ცენტრის წარმომადგენლები დუშეთის რაიონის სოფელ შუაფხოს საჯარო სკოლას ეწვივნენ  და, დაპირებისამებრ, რესურსების ოთახი საზეიმოდ გახსნეს.

რესურსების ოთახი ცენტრის თანამშრომლების შემოწირულობებით გარემონტდა და აღიჭურვა ახალი ინვენტარით, კომპიუტერული ტექნიკითა და თანამედროვე ბიბლიოთეკით.

ეროვნული სასწავლო გეგმების ცენტრის წარმოწყებას აქტიურად აჰყვა ”ევროპული სკოლა”, რომელმაც შუაფხოს საჯარო სკოლას საჩუქრად გადასცა სასკოლო მერხები, ტელევიზორი,  წიგნები და საკანცელარიო ნივთები.

გამომცემლობებმა: ”ინტელექტი”, ”მერიდიანი”, ”ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა” შუაფხოს საჯარო სკოლის მოსწავლეები სახელმძღვანელოებით უზრუნველყვეს.

დუშეთის რაიონის სოფელ შუაფხოს საჯარო სკოლა ერთადერთია, რომელიც თეთრი არაგვის, ე.წ. ბუდე-ფშავის მაღალმთიანი  ხეობის სოფლებს ემსახურება. ამ მცირეკონტინგენტიან სკოლაში სულ 18 მოსწავლე სწავლობს. აღნიშნული სკოლა ერთ-ერთია იმ სამი სკოლიდან, რომლებზეც ეროვნული სასწავლო გეგმების ცენტრს კურატორობა აქვს აღებული.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე