ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საერთაშორისო კონფერენცია – „ფიზიკა დიდი ადრონული კოლაიდერის ეპოქაში“ გაიმართა

17-21 ოქტომბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით მაღალი ენერგიების ფიზიკის მომავალ პერსპექტივებთან დაკავშირებით, მე-6 კონფერენცია მიმდინარეობს. კონფერენციის “ფიზიკა დიდი ადრონული კოლაიდერის ეპოქაში” გახსნას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნოდარ სურგულაძე დაესწრო.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან ერთად კონფერენციაში მუშაობაში მონაწილეობას CERN-ში მოღვაწე უცხოელი და ქართველი მეცნიერები იღებენ. 

ქართველ მეცნიერთა CERN-თან თანამშრომლობით და UNESCO–ს დაფინანსებით ფუნდამენტური მეცნიერებების სფეროში საქართველოში არაერთი კონფერენცია გაიმართა. პირველი კონფერენცია მაღალი ენერგიების ფიზიკაში “ფიზიკა მომავალ კოლაიდერებზე” თბილისში 2001 წელს ჩატარდა, რის შემდეგაც მეცნიერები დიდი ადრონული კოლაიდერის ამოქმედებამდე (2009) ყოველ 2 წელიწადში იკრიბებოდნენ.

2001, 2003 და 2005 წლების კონფერენცია მეცნიერებათა აკადემიის ეგიდით ტარდებოდა, 2007 წელს კი, კონფერენცია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით შედგა.

რიგით მეექვსე კონფერენცია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მხარდაჭერით იმართება.

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე