ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მე-60 საჯარო სკოლაში საბუნებისმეტყველო ლაბორატორია გაიხსნა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა თბილისის №60 საჯარო სკოლაში უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი საბუნებისმეტყველო სასწავლო ლაბორატორია გახსნა. ლაბორატორია სამი სრული კომპლექტისაგან შედგება, თითოეულში, საგნების (ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია) მიხედვით, 18 ქვეკომპლექტია გაერთიანებული.

თანამედროვე ლაბორატორიაში ყველა პირობაა შექმნილი რათა მოსწავლეებმა ცდები ჩაატარონ, კვლევები აწარმოონ და შედეგები აღრიცხონ. №60 სკოლის სასწავლო ლაბორატორიაში სპეციალური გამწოვი კაბინაცაა დამონტაჟებული, სადაც შესაძლებელია ისეთი ქიმიური რეაქციების ჩატარება, რომლებიც განსაკუთრებულ პირობებსა და შესაბამის გარემოს საჭიროებენ.

ტექნიკური დარგების განვითარებისა და სკოლებში საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების დონის ამაღლების მიზნით, სამინისტრო  პროგრამა ”აინშტაინს” ახორციელებს. პროექტის ფარგლებში საქართველოს მაშტაბით უკვე  რამდენიმე ასეული სკოლა აღიჭურვა ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის თანამედროვე ლაბორატორიებით. ეს პროცესი ახალი სასწავლო წლიდანაც გრძელდება და საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები ეტაპობრივად ყველა საჯარო სკოლას გადაეცემა.

უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლაბორატორიები მოსწავლეთა კვლევითი უნარ-ჩვევების განვითარებას ემსახურება. ამიერიდან, თითოეული მოსწავლე შეძლებს პრაქტიკულ მუშაობას, კვლევის  ჩატარებას, მისი შედეგის აღრიცხვასა და გაანალიზებას, სათანადო დასკვნის გამოტანას.

სკოლების ლაბორატორიებით აღჭურვის პარალელურად, არაერთი პედაგოგი გადამზადდა. ახლადგახსნილ მასწავლებლის სახლში ამ ეტაპზეც მიმდინარეობს ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის მასწავლებელთა გადამზადების პროცესი. პედაგოგები სწავლობენ თანამედროვე ხელსაწყოებთან და აპარატურასთან მუშაობას, მომავალში ეს მათ დაეხმარებათ უფრო საინტერესო და სახალისო გახადონ საბუნებისმეტყველო დისციპლინების სწავლების პროცესი.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე