ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

შეხვედრა ქ. ფოთის საჯარო სკოლების პედაგოგებთან

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩახნაშვილი ფოთის პირველ საჯარო სკოლაში ქალაქის 200-მდე პედაგოგს შეხვდა და 2010-2011 წლებში ზოგად განათლებში დაგეგმილი სიახლეები გააცნო.

კითხვა-პასუხის რეჟიმში  მიმდინარე შეხვედრისას გიორგი ჩახნაშვილმა პედაგოგების მხრიდან პრობლემები მოისმინა და მათ შეკითხვებს უპასუხა მასწავლებელთა სერტიფიცირებაზე, ეროვნული სასწავლო გეგმის დახვეწაზე, სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე, უსაფრთხო სკოლასა და სხვა მნიშვნელოვან თემებზე.

ღონისძიების ფარგლებში მინისტრის მოადგილე პირველი საჯარო სკოლის ქიმიის ლაბორატორიას გაეცნო. სასკოლო ლაბორატორია  მისი დამაარსებლის, ამავე სკოლის ღვაწლმოსილი პედაგოგის თინათინ ჭოჭუას სახელს ატარებს და ერთ-ერთი უნიკალურია საქართველოში. ლაბორატორიის აღჭურვა ჰოლანდიურმა მხარემ, საქართველოს პირველი ლედის სანდრა რულოვსის მხარდაჭერით განახორციელა.

გიორგი ჩახნაშვილი ქალბატონ თინა ჭოჭუას ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებასაც დაესწრო, რომლის ინიციატორებიც ფოთის პირველი საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები იყვნენ.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე