ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

161-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები თბილისის საინფორმაციო ცენტრს ეწვივნენ

2011 წლის 19 ოქტომბრიდან ნოემბრის ბოლომდე სამინისტრო თბილისის, ქუთაისისა და ქობულეთის პროფესიული სასწავლებლების საინფორმაციო ცენტრებში საგანმანათლებლო ექსკურსიებს ახორციელებს.   პროექტის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის მოადგილე გიორგი ჩახნაშვილი №161 საჯარო სკოლის უფროსკლასელებთან ერთად,  თბილისის საინფორმაციო ცენტრს ეწვია, სადაც ცენტრის თანამშრომლებმა მოსწავლეებს პროფესიულ კოლეჯებსა და პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს.

თბილისის საინფორმაციო ცენტრში მოსწავლეები დაინტერესდნენ რომელი პროფესიულ კოლეჯები არსებობს, სად რა საგანმანათლებლო პროგრამები ხორციელდება, როგორია  ჩარიცხვის პირობები და ვადები, რამდენსაფეხურიანია სწავლა და დაფინანსების რა პირობები არსებობს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო „პროფესიული განათლების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში,   ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის ”უფროსკლასელ (IX,X,XI,XII) მოსწავლეთა პროფესიული ორიენტაციის” ქვეპროგრამას ახორციელებს. პროგრამა პროფესიულ ორიენტაციაში დახმარებას ითვალისწინებს, ემსახურება უფროსკლასელ მოსწავლეთა ინფორმირებას პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებსა და  პროფესიულ კოლეჯებში სწავლის შესაძლებლობებზე, აცნობს მათ შრომის ბაზრის მოთხოვნებს და ეხმარება  მომავალი პროფესიის შერჩევაში.

პროექტის ფარგლებში, თბილისის საინფორმაციო ცენტრს   თბილისის, გურჯაანის, თელავის, რუსთავის, გორის და ახალციხის საჯარო სკოლის მოსწავლეები ეწვევიან,  ქუთაისის საინფორმაციო ცენტრს -  ქუთაისის, ზესტაფონის, ხარაგაულის, წყალტუბოსა და სამტრედიის საჯარო სკოლების, ხოლო ქობულეთის საინფორმაციო ცენტრს  ბათუმის, ქობულეთის, სენაკის, ფოთისა და ოზურგეთი საჯარო სკოლების მოსწავლეები მოინახულებენ.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე