ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სოფელ მუხურაში ახალი საჯარო სკოლა აშენდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ, იმერეთის  გუბერნატორმა ლაშა მაქაცარიამ  და ტყიბულის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა პალიკო კუბლაშვილმა ტყიბულის რაიონის სოფელ მუხურაში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ახლადაშენებული საბაზო სკოლა გახსნეს.

სოფელ მუხურას სკოლის ძველი შენობა გასული საუკუნის 90-იან წლებში ხანძრისაგან განადგურდა, სოფლის მოზარდებს ოჯახებში და ძველი მაღაზიის შენობაში უხდებოდათ სწავლა. სამინისტროს გადაწყვეტილებით, სოფელ მუხურაში  თანამედროვე სკოლა აშენდა. სკოლის შენობა ხისაა და იგი თავისი ინფრატრუქტურით სრულიად ადაპტირებულია გარემოსთან.

ახალი სკოლა 100 მოსწავლეზეა გათვლილი. აღჭურვილია ახალი მერხებითა და სასწავლო ინვენტარით, აქვს საკონფერენციო დარბაზი, პროგრმა ,,აინშტაინის’’ ფარგლებში მოწყობილია საბუნებისმეტყველო ლაბორატორია, გახსნილია ინგლისური ენის კაბინეტი, ბიბლიოთეკა.

2011 წლის განმავლობაში პირველად საქართველოში, 12 ახალი სკოლა აშენდა და 400-მდე სკოლას სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე