ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვის მიზნით მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა სამინისტროს, სახალხო დამცველსა და ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

მემორანდუმი ხელს შეუწყობს ეროვნული უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციასა და მისი უფლებების დაცვას. აღნიშნული დოკუმენტით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სახალხო დამცველსა და ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს შორის ურთიერთობა სისტემურ ხასიათს მიიღებს.

საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ეროვნული უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს. ერთ-ერთი მათგანია პროექტი “ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის”, რომლის პრეზენტაციაც ღონისძიების ფარგლებში გაიმართა. პროექტი ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებისათვის სახელმწიფო ენის გაძლერებულად შესწავლას ითვალისწინებს.

გაფორმებული მემორანდუმის მიხედვით სამინისტროს მიერ ეროვნული უმცირესობების  სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით განხორციელებული პროექტები  სახალხო დამცველსა და მასთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოსთან თანამშრომლობით გაგრძელდება.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე