ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

"მსოფლიო კულტურის" ყველა პედაგოგი გადამზადდება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების  ცენტრის დირექტორი ნათია ჯოხაძე თბილისის   182-ე საჯარო სკოლაში თბილისის ისანი-სამგორის, დიდგორისა და მცხეთის სკოლების "მსოფლიო კულტურის" პედაგოგთა ტრენინგს დაესწრო, რომელიც ეროვნული  სასწავლო გეგმების ცენტრის ორგანიზებით იმართება.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2011-2016 წლების ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით  ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების საშუალო საფეხურზე ახალი არჩევითი საგნის - ,,მსოფლიო კულტურა" - სწავლება დაიწყო.

2011-2012 სასწავლო წელს აღნიშნული საგანი უკვე აირჩია საქართველოს 550-მა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლამ, მათ შორის კერძო სკოლებმაც.         

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების  ცენტრის ინიციატივით, 550-ვე სკოლის ,,მსოფლიო კულტურის" პედაგოგს ტრენინგები უტარდებათ ახალი საგნის სწავლების მეთოდოლოგიასა და შინაარსობრივ საკითხებზე.

საქართველოს მასშტაბით 25 სატრენინგო ცენტრში აღნიშნულ ტრენინგებს გადიან პედაგოგები თბილისის, კახეთის,  ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, იმერეთის, გურიის, აჭარის, რაჭა-ლეჩხუმის, სვანეთის, მცხეთა-მთიანეთის, აფხაზეთის, სამცხე-ჯავახეთის სკოლებიდან. 

მსოფლიო კულტურის სწავლების მიზანია: მოსწავლის მიერ კულტურული მრავალფეროვნების მიმართ პოზიტიური დამოკიდებულების ჩამოყალიბება; მრავალფეროვან კულტურულ გარემოში წარმატებული კომუნიკაციისა და ტოლერანტობის უნარ-ჩვევების გამომუშავება და სხვ.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე