ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საქართველოსა და ესტონეთს შორის თანამშრომლობის ახალი პროექტი ამოქმედდება

2011 წლის ოქტომბრიდან საქართველოსა და ესტონეთის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროებს შორის პროექტი ,,დავეხმარებით პროფესიული განათლების განვითარებას საქართველოში“ ამოქმედდება. პროექტის პრეზენტაცია სასტუმრო ”ქორთიარდ მარიოტში” გამართული სემინარის ფარგლებში შედგა. სემინარის მუშაობაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძე, ესტონეთის ელჩი საქართველოში ტოომას ლუკი, ესტონეთისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების წარმომადგენლები, საქართველოსა და ესტონეთის პროფესიული სასწავლებლების ხელმძღვანელები  მონაწილეობდნენ.

სემინარის ფარგლებში პროექტში მონაწილე რვა ქართულ და რვა ესტონურ პროფესიულ სასწავლებელს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულებები გაფორმდა, რომლის თანახმადაც ამ სასწავლებლებს შორის სტუდენტთა,  პედაგოგთა და ექსპერტთა გაცვლითი პროგრამები ამოქმედდება, მოხდება გამოცდილებების ურთიერთგაზიარება, სასწავლო პროგრამების დახვეწა და ევროპულ სტანდარტებზე მორგება, ჩატარდება ერთობლივი სემინარები, კონფერენციები, ტრენინგები როგორც საქართველოში, ასევე ესტონეთში. პროექტს მთლიანად ესტონური მხარე აფინანსებს.

საქართველოს მხრიდან პროექტში ჩართულნი არიან შემდეგი პროფესიული სასწავლებლები: ”ახალი ტალღა”-ქობულეთი, ”აისი”-კაჭრეთი, IT-თბილისი, ”იბერია”-ქუთაისი, ”მერმისი”-თბილისი, ”პროფესიონალი”-თბილისი, ”იკაროსი”-თბილისი და ბათუმის საზღვაო აკადემია.

საქართველოსა და ესტონეთს შორის თანამშრომლობა რამდენიმე წლის წინ დაიწყო და  საქართველოს პროფესიული განათლების განვითარების სტრატეგიული გეგმებიდან გამომდინარე, არსებული პროექტი წარმოადგენს დაწყებული საქმიანობის გაგრძელებას.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე