ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მინისტრი ჯეოსელის კლასში ბიოლოგიის შემაჯამებელ გაკვეთილს დაესწრო

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი პირველ ექსპერიმენტალურ სკოლაში  ბიოლოგიის შემაჯამებელ ინტერაქტიულ გაკვეთილს დაესწრო. გაკვეთილი უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ  ჯეოსელის კლასში ჩატარდა.

შემაჯამებელ გაკვეთილზე, ბიოლოგიის პედაგოგმა კლასში დამონტაჟებული თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით რამდენიმე წუთში შეძლო განვლილ მასალაზე ტესტირების ჩატარება. დავალება, რომელიც ინტერაქტიულ დაფაზე იყო გამოტანილი, პარალელურ რეჯიმში ყველა მოსწავლის მონიტორეზე გამოისახა, ტესტზე მუშაობის პროცესს მასწავლებელი მონიტორის მეშვეობით აკვირდებოდა, საჭიროების შემთხვევაში მოსწავლეებს კომენტარებს უგზავნიდა და დავალების შესასრულებლად სწორ მიმართულებას აძლევდა. შესრულებული სამუშაოები ელექტრონულად ინახება და შემდეგ ფასდება.

პრეზიდენტის ინიციატივით წარმატებული მომავლისთვის   შექმნილ კლას-კაბინეტს უნიკალური შესაძლებლობები აქვს. ყველა ის თანამედროვე ტექნოლოგიები, რომლებიც ამ კლასშია დამონტაჟებული წარმატებული მომავალი თაობის ჩამოყალიბებას ემსახურება და სასწავლო პროცესს კიდევ უფრო ეფექტურს და ნაყოფიერს ხდის. კლასში  თავს კომფორტულად გრძნობენ როგორც მოსწავლეები, ასევე მასწავლებლები. მრავალფუნქციურ საკლასო ოთახში თითქმის ყველა საგნის გაკვეთილები ტარდება.   სხვადასხვა საგნების სწავლებისას პედაგოგები აქტიურად იყენებენ ვირტუალურ ლაბორატორიებს. მაღალი ხარისხის ვიზუალიზაცია  და აუდიო სისტემა პრეზენტაციების მოწყობის საშუალებასაც იძლევა.

პირველი ექსპერიმენტული სკოლა სისტემატიურად მასპინძლობს სხვა სკოლების მოსწავლეებსა და პედაგოგებს და მათთვის მრავალფუნქციური საკლასო ოთახში საჩვენებელ გაკვეთილებს აწყობს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით  უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი საკლასო ოთახი მალე ყვარელში გაიხსნება, პროცესი გაგრძელდება და უახლოეს მომავალში ანალოგიური მომავლის მრავალფუნქციური საკლასო ოთახები ყველა დიდი ქალაქის სკოლებში მოეწყობა.



 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე