ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სემინარი განათლების სფეროში მიმდინარე და დაგეგმილ ღონისძიებებზე

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ”ბაზალეთის ტურისტულ კომპლექსში” გამართულ სემინარში მიიღო მონაწილეობა. სამუშაო შეხვედრას საქართველოში მოქმედი დიპლომატიური კორპუსებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სემინარის მიზანი იყო მოწვეული სტუმრებისათვის ზოგადი განათლების სფეროში მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებების გაცნობა და ამ ორგანიზაციებთან მომავალი თანამშრომლობის ფორმატის განსაზღვრა.

სემინარის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ საელჩოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთობლივად განხორციელებული პროგრამებისა და პროექტების შესახებაც მოხსენებები და პრეზენტაციები იქნა წარმოდგენილი.

განათლების რეფორმის ახალი ფაზა, რომელსაც სამინისტრო ახორციელებს, განათლების პოლიტიკისა და საკანონმდებლო სისტემის დახვეწას, ეფექტური სკოლამდელი, საშუალო და უმაღლესი განათლების სისტემის შექმნას, კვალიფიციური კადრების მომზადებას, ყველა სოციალური ჯგუფისთვის განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდას, ინფრასტრუქტურის განვითარებასა და  სწავლის შედეგების გაუმჯობესებას ითვალისწინებს.

 გატარებული რეფორმების ფარგლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო  პერიოდულად აწყობს ანალოგიურ სემინარებს, სამუშაო შეხვედრებს და ამ გზით ახდენს  საზოგადოების  და ყველა დაინტერესებული მხარის ინფორმირებას განათლების სისტემაში მიმდინარე პროცესებისა და რეფორმების შესახებ. 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე