ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მანდატურებმა ლეიკემიით დაავადებული ბავშვები მოინახულეს

მანდატურები იაშვილის კლინიკაში არსებულ ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა ცენტრს ეწვივნენ. მანდატურებმა ცენტრში 40-მდე მოზარდი მოინახულეს და მთელი დღე მათთან ერთად გაატარეს. ღონისძიების ფარგლებში მანდატურებმა და კომპანია “ტკბილმა ქვეყანამ“ ბავშვებს საჩუქრები და ტკბილეულობა გადასცეს. 

მანდატურებმა ბავშვებს ასევე სიურპრიზიც მოუწყეს და მათ მთელი დღის განმავლობაში ბავშვთა ცენტრის მსახიობები ამხიარულებდნენ.

მანდატურების თქმით ასეთ აქციებში მონაწილეობის მიღება და ბავშვებისთვის ერთი დღის გალამაზება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ყველა მოქალაქის მოვალეობაა იზრუნონ მსგავსი პრობლემების მქონე ადამიანებისთვის და მაქსიმუმი გააკეთონ მათი მძიმე ყოველდღიური ცხოვრების  შესამსუბუქებლად .

მანდატურის სამსახური მომავალშიც გაარძელებს საქველმოქმედო აქციებს. ისინი ზრუნავენ სკოლის, მოსწავლეების, მასწავლბლების და იქ დასაქმებული სხვა პირების უსაფრთხობაზე. სკოლის მანდატურების საქველმოქმედო აქციების მიზანია, მონაწილება მიიღონ სხვადასხვა სასარგებლო აქციებში და საზოგადოების სხვადასხვა ფენას თავად განუმარტონ სკოლის მანდატურის არსი.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე