ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მასწავლებლების შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან

საქარათველოს პრემიერ-მინისტრი მასწავლებლის სახლში საჯარო სკოლების პედაგოგებსა და დირექტორებს შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა მთავრობის 10 პუნქტიანი სამოქმედო გეგმა.

ნიკა გილაურმა სერტიფიცირებულ მასწავლებლებსა და სკოლების დირექტორებს 10 პუნქტიანი გეგმა სრულად გააცნო და ყურადღება მის ერთ-ერთ პუნქტზე, განათლებაზე გაამახვილა. პრემიერ-მინისტრმა გაზრდილ ხელფასებზე ისაუბრა და 1000 ლარიან პედაგოგებს კიდევ ერთხელ მიულოცა გამოცდების წარმატებით ჩაბარება. გარდა ამისა, პრემიერ-მინისტრმა სერტიფიცირება და პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლება განათლების სიტემაში ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად დაასახელა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო მომავალში მასწავლებლებს კიდევ უფრო მეტ საშუალებას მისცემს პროფესიული ზრდისთვის და გაუუმჯობესებს სამუშაო პირობებს.

შეხვედრას ის პედაგოგები ესწრებოდნენ, რომლებმაც სერტიფიცირება პროფესიულ უნარებსა და საგნობრივ ნაწილში, ინგლისურისა და კომპიუტერის ინტეგრირებული გამოცდა წარმატებით ჩააბარეს და საუკეთესო 25%-ში მოხვდნენ. მათი ხელფასი დღეს უკვე 1000 ლარია.  სერტიფიცირების გავლის შემდეგ პედაგოგის ხელფასი 75 ლარით იზრდება. მენტორობის შემთხვევაში კი მასწავლებელს ხელფასზე 180 ლარიანი დანამატი აქვს. გარდა ამისა იმ პედაგოგებს, რომლებიც სერტიფიცირების შემდეგ ინგლისურისა და კომპიუტერის ინტეგრირებულ გამოცდას ჩააბარებენ ხელფასი 200 ლარით გაეზრდებათ.

საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად  წელს ამოქმედდა პროგრამა „ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“, რომლის მონაწილეებიც დღეს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე იმყოფებოდნენ. პროგრამაში ჩართული ბაკალავრები და მაგისტრები ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ბავშვებს სასკოლო საგნებს ქართულად ასწავლიან. სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ ბაკალავრებს მაგსიტრატურაში სწავლას 100%-ით  დაუფინანსებს.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე