ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

პროფესიული სწავლების ცენტრის 64 კურსდამთავრებული დასაქმდა

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელშეწყობით, ქუთაისის №1 პროფესიული სწავლების ცენტრის 64  კურსდამთავრებული მარტის ბოლოს შ.პ.ს. ”საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში”  დასაქმდება. სასწავლებელი, სადაც კუსდამთავრებულები სწავლობდნენ  განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩახნაშვილმა, ქუთაისის მერმა გიორგი თევდორაძემ და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა ირაკლი კვაშილავამ  მოინახულეს. მათ ქუთაისის №1 პროფესიული სწავლების ცენტრის  ყოფილ სტუდენტებს  სერტიფიკატები გადასცეს და მუშაობის დაწყება მიულოცეს.

მინისტრის მოადგილის გიორგი ჩახნაშვილის განცხადებით, პროფესიული სწავლების ცენტრების განვითარება სამინისტროსთვის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რადგან ახალგაზრდებისთვის სხვადასხვა პროფესიების დაუფლება, მათ დასაქმებას შეუწყობს ხელს. 

ქუთაისის №1 პროფესიული სწავლების ცენტრი, რომელიც 2007 წლიდან ფუნქციონირებს,  მომსახურების, მრეწველობის, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის დარგებისათვის (სულ 16 პროფესიაში) სახელობო განათლების პროგრამებს ახორციელებს. ცენტრის პროგრამები განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ არის დამტკიცებული და ეს პროგრამები წარმატებით ხორციელდება.

პროფესიული სწავლების ცენტრთან თანამშრომლობენ არა მხოლოდ საერთაშორისო ორგანიზეციები, არამედ ბიზნესის წარმომადგენლებიც. მათი დაკვეთით, ცენტრი მოკლევადიან გადამზადების პროგრამებსაც ახორციელებს.

2009 წლის მარტიდან ელექტროშემკეთებლის, ზეინკალ—ელექტრიკოსისა და მქლორავ—ოპერატორის სპეციალობებზე ცენტრმა 90, ხოლო 2010 წლის იანვრიდან დღემდე ელექტროშემკეთებლის სპეციალობით 26 ახალგაზრდა მოამზადა.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე