ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ტელეხიდი პარიზის საკვირაო სკოლის მასწავლებლებთან

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი პარიზის საკვირაო სკოლის პედაგოგებს  პირდაპირი ჩართვის რეჟიმში ესაუბრა. ტელეხიდი მასწავლებლის სახლიდან განხორციელდა. შეხვედრას სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გია მამულაშვილი და მოწვეული ექსპერტებიც ესწრებოდნენ.

შეხვედრის მთავარი თემა ახალი სახელმძღვანელოები და განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმები იყო. მინისტრმა პარიზში მყოფი პედაგოგებისგან მათი საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მიიღო და განაცხადა, რომ სამინისტრო მაქსიმალურად დაეხმარება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში არსებული საკვირაო სკოლების განვითარებას. პედაგოგებმა დიმიტრი შაშკინთან იმ მეთოდოლოგიურ გზამკვლევზეც ისაუბრეს, რომელიც სამინისტრომ სპეციალურად საკვირაო სკოლებისთვის გამოსცა. სახელმძღვანელოს საზღვარგარეთ მოღვაწე მასწავლებლები უკვე იყენებენ.
მასწავლებლის სახლიდან ტელეხიდები საკვირაო სკოლებთან მომავალშიც გაგრძელდება.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე