ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მოსწავლეებს შორის ჩოგბურთში ფინალური შეხვედრა გაიმართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძე, საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლეილა მესხი და საერთაშორისო ჩოგბურთის ფედერაციის წარმომადგენელი გორან შევჩენკო  საჩოგბურთო კლუბ "GioMir"- ში მოსწავლეებს შორის ჩოგბურთში გამართულ ფინალურ შეხვედრას დაესწრნენ.

ტურნირი, რომელშიც 10 საჯარო სკოლის მოსწავლეები იყვნენ ჩართულნი, რამდენიმე ეტაპად გაიმართა. ტურნირში თითოეული სკოლიდან  20 საუკეთესო მონაცემების მქონე მეორეკლასელი მოსწავლე მონაწილეობდა, სულ 200 ბავშვი.  მათგან 50 საუკეთესო  ფინალში გადავიდა. გამარჯვებულ მოსწავლეებს კლუბი მომავალში უფასოდ მოამზადებს, ფინალში გადასული მოსწავლეები კი, გარკვეული შეღავათებით ისარგებლებენ. შეხვედრის ბოლოს ყველა მონაწილეს სიგელი გადაეცა.

2010-2011 სასწავლო წლიდან ეროვნულ სასწავლო გეგმაში შესული ცვლილების საფუძველზე,  ფიზკულტურის გაკვეთილების სპორტის გაკვეთილებით ჩანაცვლება განხორციელდა, შეიქმნა შესაბამისი სასწავლო პროგრამა, გადამზადდა პედაგოგები, კეთილმოეწყო ინფრასტრუქტურა, ამით პროცესი მოსწავლეებისთვის უფრო საინტერესო და აზარტული გახდა. სკოლებში სპორტის სხვადასხვა სახეობებში  გაკვეთილები ტარდება, სკოლებს შორის იმართება ჩემპიონატები, მათ შორის ჩოგბურთშიც.

საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციასთან დადებული  თანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, თბილისის მასშტაბით 10 საჯარო სკოლა შეირჩა, სადაც საქართველოს ჩოგბურთის ფედერაცია  ჩოგბურთის სწავლებას ახორციელებს. ფედერაციამ შერჩეული სკოლები შესაბამისი სპორტული ინვენტარით აღჭურვა. გადაამზადა სპორტის მასწავლებლები და ორგანიზებას უწევს  სკოლებს შორის საჩოგბურთო შეჯიბრებებს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ფედერაცია ეხმარება ყველა ჩოგბურთით დაინტერესებულ ნიჭიერ  მოზარდს ძვირადღირებული სპორტის ეს სახეობა მისთვის ხელმისაწვდომი გახდეს.

საქართველოს საჯარო სკოლებში  ჩოგბურთის სწავლების წახალისება და დანერგვა ქართული ჩოგბურთის განვითარებასა და პოპულარიზაციას ემსახურება. ანალოგიური ტურნირების ორგანიზებას  საქართველოს ჩოგბურთის ფედერაცია  და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მომავალშიც გააგრძელებენ.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე