ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

151-საჯარო სკოლაში მინისტრი აბიტურის საათს დაესწრო

2010-2011 სასწავლო წელს საატესტატო გამოცდების შემოღებასთან დაკავშირებით, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მე-12 კლასისთვის განკუთვნილ საათობრივ ბადეში  ე.წ. ”აბიტურის საათები” გამოიყო. აბიტურის საათი ეროვნული სასწავლო გეგმითაა გათვალისწინებული და იგი განვლილი მასალის გამეორებას ეთმობა. გეოგრაფიაში აბიტურის საათის მიმდინარეობას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი თბილისის №151 საჯარო სკოლაში  გაეცნო.

აბიტურის საათები ყველა იმ ძირითადი საგნისთვის არის გათვალისწინებული, რომელშიც საატესტატო გამოცდა ჩატარდება. გასულ წელს აბიტურის საათზე დასწრება ნებაყოფლობითი იყო, ხოლო ახალი სასწავლო წლიდან აბიტურის საათზე დასწრება ყველა მეთორმეტეკლასელისათვის სავალდებულოა. იგი საშუალებას აძლევს მოსწავლეებს მასალა, რომელზე დაფუძნებული ტესტური დავალებითაც მოუწევთ გამოცდების ჩაბარება, კიდევ ერთხელ გაიმეორონ და უკეთესად მოემზადონ საატესტატო გამოცდებისთვის.

განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს აბიტურის საათების შემოღება იმ საგნებში, რომლებიც მე-12 კლასის სასწავლო პროგრამის მიხედვით სავალდებულო არ არის. ეს საგნებია: გეოგრაფია, ბიოლოგია და ფიზიკა. 

დამამთავერებელი კლასის მოსწავლეები განათლების მიღებას საატესტატო გამოცდებით ადასტურებენ, რომელთა დაძლევაში მათ აბიტურის საათები ეხმარება. აბიტურის კურსებში მოსწავლეს ოფიციალური შეფასება არ ეწერება.

გასულ წელს, პირველად საქართველოში საატესტატო გამოცდები კომპიუტერის მეშვეობით,  ე.წ. ,,CAT”-ის ტიპის საგამოცდო მოდელით ჩატარდა. პროექტი წარმატებული აღმოჩნდა, მოსწავლეთა უმრავლესობამ მომზადების მაღალი დონე აჩვენა. საატესტატო გამოცდები 2011-2012 სასწავლო წლის ბოლოსაც გაიმართება. თითოეულ საგანში გამოცდა საქართველოს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში  ერთსა და იმავე დღეს ჩატარდება.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე