ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

იწყება პროექტი ”არჩევანი შენზეა”

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ირინე ქურდაძემ, არასამთავრობო ორგანიზაცია ”ახალი თაობა-ახალი ინიციატივა” თავმჯდომარემ მიხეილ დევდარიანმა  და საქართველოში აივ პრევენციის დირექტორმა მამუკა ჯიბუტმა პროექტის  "არჩევანი შენზეა" დაწყებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართეს.  

ახალი პროექტი "საქართველოში აივ პრევენციის პროექტის" ერთ-ერთ კომპონენტს წარმოადგენს და მას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერითა და  აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)  დაფინანსებით, ორგანიზაცია "ახალი თაობა-ახალი ინიციატივა"  ახორციელებს.

პროექტი განკუთვნილია საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების IX–XII კლასის მოსწავლეებისათვის და ითვალისწინებს მათ ჩართვას სხვადასხვა  სახის ინტერნეტ კონკურსებში (ეროვნული კონკურსი "გააკეთე სწორი არჩევანი!", სლოგანების კონკურსი, ფოტოკონკურსი) და აქტივობებში (მოკლე თეატრალური წარმოდგენების კონკურსი და შიდსთან  ბრძოლის მსოფლიო დღისადმი  მიძღვნილი  მარათონი).

 კონკურსების მიზანია სკოლის მოსწავლეებში ცხოვრების ჯანსაღი წესის წახალისება; ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება აივ ინფექციისა და მავნე ჩვევების  (ნარკოტიკები, თამბაქო, ალკოჰოლი) უარყოფითი მხარეების შესახებ; ასევე მოსწავლეების შემოქმედებითი უნარების დახვეწა და განვითარება.

კონკურსებში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების IX–XII კლასის მოსწავლეებს. მონაწილეობის მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია ვებგვერდზე www.geoyouth.ge  და გაეცნონ თითოეულ კონკურსში მონაწილეობის წესებს.

კონკურსებში გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან  ფასიანი საჩუქრებით და სერტიფიკატებით. ასევე სპეციალური პრიზები და სერტიფიკატები გადაეცემათ სკოლების დირექტორებს და  აქტიურ მასწავლებლებს.  მარათონი და კონკურსებში გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება 2011 წლის 10  დეკემბერს, კულტურის საერთაშორისო ცენტრში "მუზა".

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე