ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მასწავლებლის სახლს უცხოელ ჟურნალისტთა დელეგაცია ეწვია

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა მასწავლებლის სახლში სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის წამყვანი ტელეარხების ჟურნალისტთა დელეგაციას უმასპინძლა და მათ განათლების სფეროში განხორციელებული რეფორმები გააცნო. 

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ჟურნალისტთა დელეგაცია საქართველოში დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, მირზა (პაპუნა) დავითაიას მოწვევით იმყოფებიან. 

უცხოელმა ჟურნალისტებმა მასწავლებლის სახლში არსებული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, საკონფერენციო დარბაზი და ტრენინგოთახები დაათვალიერეს. ჟურნალისტებისათვის ძალზე საინტერესო აღმოჩნდა მრავალფუნქციური, თანამედროვედ აღჭურვილი დაწესებულების გაცნობა, რომელიც 24 საათიან რეჟიმში მუშაობს და პედაგოგებისთვის თითქმის ყველა სახის მომსახურეობის გაწევა შეუძლია. აქ მიმდინარეობს სემინარები, კონფერენციები, კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები. სკოლის პედაგოგები და დირექტორები მასწავლებლის  სახლში ფინანსურ და იურიდიულ კონსულტაციებსაც იღებენ. 

სამხრეთაფრიკელი ჟურნალისტები სამშობლოში დაბრუნების შემდეგ საქართველოზე სიუჟეტებს მოამზადებენ, რათა სამხრეთ აფრიკაში უკეთ გაიცნონ საქართველო და ქვეყანაში მიმდინარე ის წარმატებული რეფორმები, რომლებიც განათლების, ეკონომიკის, ბიზნესის, ტურიზმის სფეროში ხორციელდება. 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე