ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ახალი საიტის პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის განახლებული საიტის პრეზენტაცია გაიმართა. ახალი საიტი ჟურნალისტებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა წარუდგინა.

www.eqe.ge სრულ ინფორმაციას მოიცავს სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის შესახებ. საიტის სტუმარს შესაძლებლობა აქვს მისთვის საჭირო მასალა მოიძიოს ყველა იმ საკითხზე, რომელიც ცენტრის კომპეტენციაში შედის და განათლების ხარისხის განვითარებასა და საგანმანათლებლო სისტემას ეხება. საიტზე დამთვალიერებელი გაეცნობა ცენტრის მიმდინარე აქტივობებს, პროექტებს, პროგრამებს და სამომავლო გეგმებს.

სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ახორციელებს ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმებს - ავტორიზაციასა და აკრედიტაციას. ამასთან დაკავშირებით საჭირო რეკომენდაციები და რჩევები  ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია საიტიდან მიიღოს, ახალ საიტზე ასევე ხელმისაწვდომია მასწავლებლის პროფესიული განვითარების პროგრამები.

www.eqe.ge-ზე სრული ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ საქართველოში და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების  დადასტურების, ლეგალიზაცია-აპოსტილის, მობილობის, სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ცენტრის მიერ განხორციელებული კვლევების კუთხით. აქვეა მომხმარებელთა მხრიდან ხშირად დასმული კითხვები, მოქმედებს Facebook-ის გვერდი. საიტზე განთავსებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მის დაქვემდებარებაში მყოფი დაწესებულებების ბანერები.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე