ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

აჭარის რეგიონის წარჩინებული მოსწავლეები დასაჩუქრდნენ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნოდარ სურგულაძემ პრეზიდენტის საჩუქარი - პერსონალური კომპიუტერები “Lenovo”  ამჯერად, აჭარის რეგიონის 130 წარჩინებულ მეათეკლასელს გადასცა. დაჯილდოებაში მონაწილეობა მიიღო აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა გია აბულაძემ.

ნოდარ სურგულაძის განცხადებით, მოსწავლეებს შორის სწავლისადმი ინტერესის გაზრდის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო არაერთ პროგრამას ახორციელებს. მათ შორისაა საშუალო სკოლის საბაზო საფეხურის მოსწავლეთა წახალისების პროექტი, რომელიც  პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამის - ”ჩემი პირველი კომპიუტერი” ფარგლებში ხორციელდება.

მოსწავლეთა წახალისების ეს პროექტი რამდენიმე წელია ხორციელდება. პორტატული კომპიუტერებით ის მოსწავლეები ჯილდოვდებიან, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს. 2011 წელს საქართველოს მასშტაბით კომპიუტერებით სულ 1108  წარმატებული მოსწავლე დაჯილდოვდა. სამინისტრო წარჩინებულ მოსწავლეებს მომავალშიც წაახალისებს.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე