ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მუხრანის N1 საჯარო სკოლას ნიკო ბაგრატიონის (ნიკო ბურის) სახელი მიენიჭა

მუხრანის N1 საჯარო სკოლას  ნიკო ბაგრატიონის (ნიკო ბურის) სახელი მიენიჭა. ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩახნაშვილი, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი მირზა (პაპუნა) დავითაია, საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ წიკლაური, პრეზიდენტის რწმუნებული მცხეთა–მთიანეთის მხარეში ცეზარ ჩოჩელი, საქართველოში მყოფი ბური ფერმერები და სამხრეთ აფრიკის წამყვანი ტელეარხების წარმომადგენლები დაესწრნენ.

სოფელ მუხრანში იმ სახლში, სადაც დაიბადა და ცხოვრობდა ნიკო ბაგრატიონი (ნიკო ბური), სამხრეთაფრიკელი ფერმერების ინიციატივითა და მხარდაჭერით, ნიკო ბაგრატიონის მემორიალური დაფაც  გაიხსნა და  ნიკო ბაგრატიონის ცხოვრების ამსახველი კუთხე მოეწყო.  ამით ბურებმა პატივი მიაგეს 1899–1902 წლებში მათი თავისუფლებისათვის მებრძოლი ქართველი მამულიშვილის, ნიკო ბაგრატიონის (ნიკო ბურის) ხსოვნას.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე