ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საქართველოს პრეზიდენტმა ყვარელში ,,ჯეოსელის’’ კლასი გახსნა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ყვარლის მეორე საჯარო სკოლაში  ,,ჯეოსელის’’ კლასი გახსნა. ,,ჯეოსელის’’ კლასი ულტრათანამედროვე ტექნიკითაა აღჭურვილი, კლასში დამონტაჟებულია ინტერაქტიული სმარტდაფა და ცამეტი მონიტორი. ულტრათანამედროვე ტექნიკის საშუალებით მასწავლებლებს საშუალება ეძლევათ ჩაატარონ ინტეგრირებული გაკვეთილები, დამონტაჟებული მონიტორები სასწავლო პროცესში მოსწავლეების მაქსიმალურ ჩართულობას  უზრუნველყოფს. პრეზიდენტი მოსწავლეებს გაესაუბრა და თავად გაეცნო თანამედროვე ინტერაქტიული ტექნიკის საშუალებით გაკვეთილის მიმდინარეობის პროცესს. აგრეთვე, ”ჯეოსელის” კლასიდან მოხდა თბილისის პირველ ქსპერიმენტულ  სკოლაში  არსებულ ”ჯეოსელის” კლასთან ონლაინ ჩართვა და მოსწავლეებთან  გასაუბრება.

თანამედროვე ტექნიკის  გამოყენებით მასწავლებელს საშუალება ეძლევა მონიტორის საშუალებით  თვალყური ადევნოს მოსწავლეების მუშაობის პროცესს, საჭიროების შემთხვევაში გაუწიოს დახმარება, გაუგზავნოს  მათ კომენტარი.
  • მრავალფუნქციურ საკლასო ოთახში შესაძლებელია ჩატარდეს:   ინგლისურის; ქართულის; ქიმიის; ბიოლოგიის; ფიზიკის; გეოგრაფიის; გეომეტრიის  გაკვეთილები;
  • სხვადასხვა საგნების სწავლებისას გამოყენებული იქნას ვირტუალური ლაბორატორიები და  სასწავლო ”იარაღები” (სახაზავი, ტრანსპორტირი, ფარგალი და სხვადასსხვა ფიგურების ასაგები ხელსაწყოები);
  • მოსწავლეებს საშუალება ექნებათ, შეინახონ და შემდგომ გამოიყენონ   ჩატარებული გაკვეთილების ელექტრონული ვერსია;
  • კლასში შესაძლებელი იქნება ახალი მასალის ეფექტური პრეზენტაცია  (მაღალი ხარისხის ვიზუალიზაცია  და აუდიო სისტემა);
იგეგმება მსგავსი კაბინეტების ყველა დიდი ქალაქის სკოლებში ეტაპობრივად გახსნა.
  
ყვარლის მეორე საჯარო სკოლაში ამჯერად 486 მოსწავლე სწავლობს, სკოლა საატესტატო გამოცდების ჩატარების შემდეგ იმ სკოლათა ოცეულში შევიდა, რომლებმაც საუკეთესო შედეგები აჩვენეს. სკოლის ოთხი მოსწავლე ასევე საუკეთესო შედეგების მქონე ასეულში მოხვდა.  სკოლას ჰყავს 53 მაგისტრის ხარისხის და ერთი დოქტორის ხარისხის მასწავლებელი. სკოლის 60 პედაგოგს გავლილი აქვს პროფესიული განვითარების ტრენინგი, რომელთაგანაც 5 სერტიფიცირებული მასწავლებელია.

დღესვე, საქართველოს პრეზიდენტმა კახეთის ოთხი რეგიონის (ყვარელის, სიღნაღის, გურჯაანის და თელავის)  წარჩინებულ მოსწავლეებს საქართველოში წარმოებული პორტატული კომპიუტერები ,,ლენოვო’’ გადასცა. კომპიუტერები საჩუქრად იმ მეათეკლასელებმა მიიღეს, რომლებმაც სკოლის საბაზო საფეხური წარჩინებით დაასრულეს. დაჯილდოების ცერემონია ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში გაიმართა.

მოსწავლეთა წახალისების პროექტი პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამის - ”ჩემი პირველი კომპიუტერი” ფარგლებში ხორციელდება და მისი მიზანია ხელი შეუწყოს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებასა და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლა/სწავლების მეთოდების გაძლიერებას. პროექტი თანამედროვე ტექნოლოგიების  ხელმისაწვდომობის გაზრდით,  ყველა ნიჭიერ და შრომისმოყვარე   მოზარდს  სწავლის  თანაბარ  პირობებს უქმნის.

საქართველოს მასშტაბით წელს კომპიუტერებით სულ 1108  წარმატებული მოსწავლე ჯილდოვდება.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე