ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

პრეზიდენტის საჩუქარი მოსწავლეს და პრემიერ-მინისტრის გასვლითი შეხვედრა ,,მომავლის კლასში’’

ყვარლის მეორე საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლემ ნუკი ავაზაშვილმა დაბადების დღეზე  პრეზიდენტისგან საჩუქარად iPad-ი და ტორტი მიიღო. პრეზიდენტის საჩუქარი მას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა გადასცეს. პრეზიდენტმა ნუკი ყვარლის მეორე საჯარო სკოლაში ჯეოსელის ,,მომავლის კლასის’’ გახსნისას გუშინ გაიცნო და მას დაბადების დღის მილოცვას შეჰპირდა. უნიკალური შესაძლებლობების მქონე საკლასო ოთახი გუშინ თავად პრეზიდენტმა გახსნა. პრეზიდენტთან გადაღებული ფოტოები მან კლასში მყოფ ყველა მოსწავლეს გამოუგზავნა.

დღეს კი აღნიშნულ კლასში საქართველოს  პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა გასვლითი შეხვედრა გამართა. მან განათლების ახალი ბიუჯეტი და მთავრობის  ათპუნქტიანი სამოქმედო გეგმა  განათლების სისტემის წარმომადგენლებს გააცნო. პრემიერ-მინისტრმა ვრცლად ისაუბრა სკოლების დაფინანსების კუთხით განხორციელებულ ცვლილებაზე, განიხილა განათლების სფეროში მიმდინარე პროცესები, სიახლეები და სამომავლო გეგმები.

2011 წელს შეიცვალა სკოლის დაფინანსების ვაუჩერის ფორმულა, რომელმაც აღმოფხვრა დეფიციტური სკოლები და შესაბამისად, სწორი მოტივაცია მისცა სკოლის დირექტორებს ხარჯების ოპტიმიზაციისათვის და საუკეთესო მასწავლებლების მოზიდისთვის.

ნიკა გილაურის განმარტებით, 2011-2015 წლებზე გათვლილი მთავრობის სამოქმედო გეგმის მიხედვით, სახელმწიფო კვლავ გააგრძელებს პროექტებს, რომლებიც სწავლის ხარისხის გაუმჯობესებას, საერთაშორისო სტანდრტებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგას, მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებასა და მასწავლებელთა პროფესიულ ზრდას ემსახურება.

გაგრძელდება  პედაგოგთა სერტიფიცირება, შესაბამისად გაიზრდება მათი ხელფასები, მომავალში  მასწავლებლებს კიდევ უფრო მეტი საშუალება მიეცემათ პროფესიული ზრდისთვის, გაუუმჯობესდებათ სამუშაო პირობები. 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე