ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მინისტრმა მთავრობის სამოქმედო გეგმა სკოლის მანდატურებს გააცნო

საქარათველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა საქართველოს მთავრობის ათპუნქტიანი სამოქმედო გეგმა ამჯერად, სკოლის მანდატურებს გააცნო და იმ სიახლეებზე ისაუბრა, რაც განათლების რეფორმის ფარგლებში განხორციელდა და მომავალშია დაგეგმილი.

მანდატურებთან შეხვედრისას დიმიტრი შაშკინმა განსაკუთრებული ყურადღება უსაფრთხო სკოლის კონცეფციაზე გაამახვილა, მანდატურის სამსახურის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განმარტა, რომ ამ მიმართულებით გატარებულმა ღონისძიებებმა  განაპირობეს სკოლებში ჯანსაღი გარემოს შექმნა, ხელი შეუწყეს მოსწავლეების სკოლებში დაბრუნებას და სწავლის პროცესის გაუმჯობესებას.

უსაფრთხო სკოლის პროგრამის დანერგვის შედეგად: სკოლებში დამკვიდრდა დისციპლინა, გაიზარდა მოსწავლეთა დასწრება, აღმოიფხვრა დანაშაულის ფაქტები, 80%-ით შემცირდა მოსწავლეთა დაგვიანება, 75%-ით შემცირდა მოსწავლეთა გაკვეთილებიდან გაპარვა, 95%-ით შემცირდა ფულის გამოძალვა, 85%-ით შემცირდა მოსწავლეთა შორის დაპირისპირება.  ყოველივე ამის შედეგად შეიქმნა სასკოლო გარემო, სადაც შესაძლებელია სკოლამ მოსწავლეებს მაღალი ხარისხის განათლება შესთავაზოს.

შეხვედრაზე მინისტრი მანდატურის სამსახურში დაგეგმილ  სიახლეებსაც შეეხო და განმარტა, რომ სამინისტრო მომავალშიც იზრუნებს მათ პროფესიულ ზრდაზე.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე