ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

SONY საქართველოში საზოგადოებრივ კოლეჯს გახსნის

საქართველოში საერთაშორისო საზოგადოებრივი კოლეჯის ,,ვიზუალური ხელოვნების აკადემიის” დაფუძნებასა და აღჭურვასთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და ZAO Sony Electronics-ის დირექტორმა იოკიჰირო ნაგაჰამამ ხელი შესაბამის  მემორანდუმს მოაწერეს.

მემორანდუმის თანახმად, საერთაშორისო საზოგადოებრივი კოლეჯი საქართველოში ZAO Sony Electronics-ის დილერის  Indent LLC-ის ბაზაზე დაარსდება, მას საჭირო ინფრასტრუქტურით კომპანია ZAO Sony Electronics-ი უზრუნველყოს. Sony-ის მიერ ანალოგიური სასწავლებლები უკვე ფუნქციონირებს ამერიკის რამდენიმე ქვეყანაში, ინდოეთში, ჩინეთსა და იაპონიაში. ევროპის კონტინენტზე საქართველო პირველი ქვეყანაა, სადაც კომპანია ამ მიმართულებით განახორციელებს თანამშრომლობას.

საერთაშორისო მნიშვნელობის კოლეჯი 5 საფეხურიანი იქნება და ვიზუალური ხელოვნების სფეროში მოამზადებს კადრებს.  ამ მიმართულებით  კოლეჯში I, II  და  III საფეხურზე შემდეგ სახელობო პროგრამებზე განხორციელდება სწავლება:

  • ოპერატორის ასისტენტი
  • მემონტაჟე
  • ხმის ოპერატორი
  • რეჟისორის ასისტენტი
  • გამნათებელი
  • მხატვრული ფოტოგრაფია
  • ვიზაჟისტი

IV, V საფეხურზე შემდეგი უმაღლესი პროფესიული პროგრამები ხორციელდება:

  • ოპერატორი
  • მონტაჟის რეჯისორი
  • ვიდეოინჟინერი
  • აუდიოინჟინერი
  • ტელეპროდიუსერი

კოლეჯი მხოლოდ ქართულ ბაზარზე ორიენტირებული არ იქნება,  ,,ვიზუალური ხელოვნების აკადემია” მიიღებს მსურველებს პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან, ირანიდან და თურქეთიდან. ქართველ პედაგოგებს პირველ ეტაპზე იაპონელი პროფესიონალები  გადაამზადებენ, განხორციელდება პედაგოგთა და სტუდენტთა გაცვლითი პროგრამები, კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა მიეცემათ უმაღლესი განათლება მსოფლიოს ვიზუალური ხელოვნების ცნობილ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში გააგრძელონ.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე