ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ახალგაზრდა მეცნიერებს მეცნიერების საერთაშორისო დღე მიულოცეს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ და სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა სულხან სისაურმა ქართველ მეცნიერებს მეცნიერების საერთაშორისო დღე მიულოცეს და ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო-კვლევითი სტაჟირების კონკურსის გამარჯვებულებს სერთიფიკატები გადასცეს.

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2011 წლის სტაჟირების საგრანტო კონკურსის ფარგლებში უცხოეთის წამყვან კვლევით დაწესებულებებში კვალიფიკაციას 28 ახალგაზრდა მეცნიერი აიმაღლებს. 40-წლამდე მკვლევარები მსოფლიოს 15-მდე ქვეყნის, მათ შორის - აშშ-ს, ინგლისის, საფრანგეთის, გერმანიის, შვედეთის, იტალიის, საბერძნეთის,  თურქეთის, ბალტიისპირეთის უმსხვილეს სამეცნიერო ცენტრებში გაემგზავრებიან და რამდენიმე თვის განმავლობაში იქ მიმდინარე კვლევით საქმიანობაში ჩაერთვებიან.

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი სამეცნიერო წრეებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვის მიზნით, არაერთ საგრანტო კონკურსს ახორციელებს. ფონდის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდა მკვლევარების ინტეგრაციას საერთაშორისო სამეცნიერო წრეებში, დაეხმაროს მათ პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებაში, გამოცდილების შეძენასა და კვალიფიკაციის ამაღლებაში.

შეხვედრაზე შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა სულხან სისაურმა სტაჟირების კონკურსის შედეგებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ პროგრამის წარმატებულობას მასში მონაწილეობის მსურველთა რაოდენობის ზრდაც ადასტურებს. სტაჟირების ფარგლებში მიღებული გამოცდილება მნიშვნელოვანია ერთის მხრივ, ახალგაზრდა მკვლევარის მაღალკვალიფიციურ სპეციალისტად ჩამოყალიბებისთვის, მეორეს მხრივ კი, საქართველოში მიმდინარე კვლევითი საქმიანობის საერთაშორისო სტანდარტებთან მიახლოებისთვის.  

ფონდი ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო-კვლევითი სტაჟირების კონკურსს 2009 წლიდან ახორციელებს. ახალგაზრდა ქართველი მეცნიერების უცხოეთში მივლინება სახელმწიფო ბიუჯეტიდან 250 000 ლარამდე დაფინანსდება.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე