ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მოსწავლეები ფიზიკის ულტრათანამედროვე ლაბორატორიაში

მასწავლებლის სახლში არსებულ თანამედროვე საბუნებისმეტყველო ლაბორატორიაში ილია ვეკუას სახელობის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის 42-ე საჯარო სკოლის უფროსკლასელებს ფიზიკის გაკვეთილი ჩაუტარდათ. გაკვეთილის მიმდინარეობას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე გაეცნო.

უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლაბორატორია გერმანულმა კომპანია PHYWE-მა მასწავლებლის სახლს საჩუქრად გადასცა. ლაბორატორია ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის დანადგარებს აერთიანებს, რომლებიც ერთდროულად რამდენიმე ექსპერიმენტის ჩატარების საშუალებას იძლევა. კომპანია PHYWE-ის მიერ წარმოებული  ლაბორატორია მსოფლიოში ერთადერთია, რომელსაც  მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ექსპერიმენტის ჩატარების სახელმძღვანელოც მოჰყვება, ეს სახელმძღვანელო  დანადგართან დამოუკიდებლად მუშაობის საშუალებას იძლევა.

მრავალფუნქციური ლაბორატორია ორიენტირებულია სწავლების მეთოდებზე და სამეცნიერო პროექტების განხორციელებაზე. PHYWE-ის ლაბორატორიები მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში გამოიყენება. საქართველოში ის პირველად დაინერგა.

უნიკალურ ლაბორატორიაში ფიზიკით დაინტერესებულმა მოსწავლეებმა  მარტივი ფიზიკური ცდები ჩაატარეს და უახლესი დანადგარების შესაძლებლობებს  გაეცნენ.

2010 წლიდან, პროგრამა ”აინშტაინის” ფარგლებში, ტექნიკური დარგების განვითარებისა და სკოლებში საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების დონის ამაღლების მიზნით, საჯარო სკოლების საერთაშორისო სტანდარტების თანამედროვე ლაბორატორიებით აღჭურვის პროცესი მიმდინარეობს.

აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის 42-ე საჯარო სკოლას საბუნებისმეტყველო საგნების სასწავლო ლაბორატორია გასულ წელს გადაეცა. ანალოგიური ლაბორატორიები საქართველოს მაშტაბით უკვე 200-მდე სკოლაშია გადანაწილებული, ახალი სასწავლო წლიდან კი ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის თანამედროვე ლაბორატორიებით ყველა სკოლა ეტაპობრივად აღიჭურვება.

სკოლების ლაბორატორიებით აღჭურვის პარალელურად, მიმდინარეობს მასწავლებლების გადამზადების პროცესი. მასწავლებლის სახლი მუდმივ რეჟიმში მასპინძლობს საბუნებისმეტყველო საგნების პედაგოგებს და მათ მაღალი დონის პროფესიონალების მიერ ჩატარებულ ტრენინგებს სთავაზობს.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე