ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

”საქართველოს ეკონომიკის ოლიმპიადა 2011” გამარჯვებულები დასაჩუქრდნენ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნოდარ სურგულაძემ ”საქართველოს ეკონომიკის ოლიმპიადა 2011”-ის 1, 2 და 3 ადგილზე გასულ  სტუდენტებს პორტატული კომპიუტერები გადასცა. კონკურსის დანარჩენი გამარჯვებულები ფულადი პრიზებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ, მათგან საუკეთესოები სხვადასხვა სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებში დასაქმდებიან ან სტაჟირებას გაივლიან.

ოლიმპიადა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა და მისი ორგანიზატორი იყო ორგანიზაცია ”საქართველოს ეკონომისტთა ფორუმი”.  კონკურსში ჩართულნი იყვნენ საქართველოს ყველა საუნივერსიტეტო ქალაქის ახალციხის, ბათუმის, გორის, ზუგდიდის, თბილისის, თელავის და ქუთაისის აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების   ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტები. 

,,საქართველოს ეკონომიკის ოლიმპიადა 2011” მიზნად ისახავდა ეკონომიკაში ცოდნითა და ნიჭით დაჯილდოებული სტუდენტების გამოვლენასა და ამ დარგის  პოპულარიზაციას.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად, პროექტის მხარდამჭერები და სპონსორები იყვნენ: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, საქართველოს ეროვნული ბანკი, თი-ბი-სი ბანკი, პრივატ ბანკი, ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა, ბათუმის საზღვაო აკადემია, ენ-ტური, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, გამომცემლობა შემოქმედი, პარნასი და სხვ.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე