ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

უცხოელი სტუდენტები ქართულ უნივერსიტეტში ისწავლიან

გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სასწავლებლად 160 ინდოელი სტუდენტი  ჩამოვიდა.  უცხოელ სტუდენტებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნოდარ სურგულაძე დახვდა.

საქართველოს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში წარმატებით ხორციელდება სტუდენტთა გაცვლითი პროგრამები, რომლის ფარგლებშიც ბევრი  ქართველი სტუდენტი მსოფლიოს წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში აგრძელებს სწავლას. ბევრი უცხოელისთვის კი, პრიორიტეტული საქართველოში განათლების მიღებაა.

თბილისის სახელწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ამჟამად   27 ქვეყნიდან ჩამოსული 700-ზე მეტი უცხოელი სტუდენტი სწავლობს, მათი რიცხვი წელს 1000 გადააჭარბებს. საქართველოში პირველად, თსსუ–ში დაინერგა სემესტრული ჩარიცხვები წელიწადში 2-ჯერ: 21 ნოემბერსა და 5 მარტს. ეს სიახლე და თბილისის სახელწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლების მაღალი დონე განაპირობებს სასწავლებლით უცხოელი სტუდენტების დაინტერესებას.

ახლადჩარიცხულ უცხოელ სტუდენტთა ჩამოსვლა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაგრძელდება.  მოკლე ხანში აქ 100-ზე მეტი პირველკურსელი ჩამოვა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის გერმანიიდან, ისრაელიდან, მალაიზიადან, სინგაპურიდან, ირანიდან, თურქეთიდან, ტრინიდატიდან, ტობაგოდან და ა.შ.

უცხოელი სტუდენტების საპატივცემულოდ თბილისის სახელწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში  მთელი რიგი საზეიმო შეხვედრები და ღონისძიებებია დაგეგმილი.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე