ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მანდატურის სამსახური სკოლის მანდატურთა საერთაშორისო ასოციაციის წევრი ხდება

საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა მანდატურის სამსახური მანდატურის საერთაშორისო ასოციაციის წევრი ხდება. ამ გადაწყვეტილების შესახებ  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველ მოადგილეს კოკა სფერთელაძესა და ამერიკის მანდატურთა ასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრისას გახდა ცნობილი. საქართველოში მანდატურის სამსახურის საქმიანობის გასაცნობად, კავშირების დასამყარებლად და გამოცდილების გასაზიარებლად ამერიკის მანდატურთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი და დირექტორთა  საბჭოს წევრები იყოფებიან. ამერიკელი სტუმრები აღფრთოვანებულები არიან საქართველოში მანდატურების მომზადების დონით და მზად არიან საქართველოს გამოცდილება გაიზიარონ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე, რომელსაც საქართველოს მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, მოხდა გამოცდილებათა გაზიარება, ასევე მხარეებმა ისაუბარეს ორ ქვეყანას შორის გაცვლითი პროგრამების განხორციელებასა და ერთობლივ პროექტებზე.

მანდატურის საერთაშორისო ასოციაცია მსოფლიოს მრავალ ქვეყანას აერთიანებს, საქართველო მათ შეუერთდება და აქტიურად ჩაერთვება სხვადასხვა გაცვლითი პროექტებისა და პროგრამების განხორციელდებაში. ქართველი მანდატურები მონაწილეობას მიიღებენ ერთობლივ ღონისძიებებსა და ტრენინგებში.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე