ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

დიმიტრი შაშკინი №200 საჯარო სკოლაში საახალწლო ზეიმს დაესწრო

ამ სკოლაში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე  137 მოსწავლე სწავლობს, მათგან  110 - პანსიონური მომსახურებით სარგებლობს. მე-200 სკოლის მოსწავლეებმა მინისტრს თავიანთი ხელნაკეთი ნივთების გამოფენა დაათვალიერებინეს და შემდეგ საახალწლო წარმოდგენა გაუმართეს. შეხვედრის ბოლოს დიმიტრი შაშკინმა მოსწავლეებს საახალწლო საჩუქრები გადასცა.

ღონიძიების ფარგლებში განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მე-200 საჯარო სკოლის პედაგოგებსაც შეხვდა. დიმიტრი შაშკინმა მათ მადლობა გადაუხადა იმ ძალისხმევისა და მზრუნველობისთვის, რასაც ამ ბავშვების მიმართ იჩენენ, მინისტრმა მათ   სამომავლო გეგმებიც გააცნო.

მე-200 საჯარო სკოლის პედაგოგები ბავშვებთან ინდივიდუალური სასწავლო გეგმით მუშაობენ და  მათი სხვადასხვა ღონისძიებებში ჩართვის გზით, თვითმოვლასა და გარემოში ორიენტირებას ასწავლიან.  ამ სკოლის პედაგოგები ხელს  უწყობენ ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრაციას,  ასევე ეხმარებიან სხვა სკოლებს  სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებთან მუშაობის სპეციფიკის დაუფლებაში.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ და სამინისტროს სხვა წარმომადგენლებმა.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე