ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ვიდეოკავშირი ოპერატორებთან

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში თანამედროვე ვიდეოაპარატურის პრეზენტაცია გაიმართა. დიმიტრი შაშკინმა ჟურნალისტებს წარუდგინა აპარატურა, რომელიც უწყების ცხელი ხაზის ოპერატორებთან ვიდეოკავშირს  უზრუნველყოფს. აქამდე ეს ურთიერთობა ტელეფონის მეშვეობით ხორციელდებოდა. ამიერიდან კი,  სამინისტროში მოსულ მოქალაქეებსა და ცხელი ხაზის ოპერატორებს შორის ვირტუალური კომუნიკაცია დამყარდება. ოპერატორი, რომლის გამოსახულებაც მონიტორის ეკრანზე ჩანს,  მოქალაქეს მისთვის საჭირო ინფორმაციას მარტივად და სწრაფად მიაწვდის.

უახლოეს მომავალში დედაქალაქსა და რეგიონებში ვიდეო-ტერმინალები სპეციალურად შერჩეულ ადგილებზე დამონტაჟდება და ყველა დაინტერესებულ პირს  საშუალება მიეცემა ნებისმიერ კითხვაზე პროფესიონალის კომპეტენტური პასუხი ონლაინ რეჟიმში მიიღოს. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ეს სიახლე კიდევ უფრო გამჭირვალეს გახდის განათლების სისტემის საქმიანობას.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე