ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

დიმიტრი შაშკინის ლექცია კემბრიჯის უნივერსიტეტში

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა  კემბრიჯის უნივერსიტეტში წაიკითხა ლექცია და    განათლების გლობალურ ფორუმზე სიტყვით გამოვიდა.

მინისტრმა სტუდენტებსა და უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას საქართველოში მიმდინარე რეფორმები  გააცნო . კემბრიჯის უნივერსიტეტში გამართული შეხვედრა გადაიცემოდა პირდაპირ ეთერშიც, რომელსაც 2000  სტუდენტი და განათლების საკითხებით დაინტერესებული პირები ადევნებდნენ თვალს, მათ  შეეძლოთ მოესმინათ მინისტრისთვის და დაესვათ კითხვები მათთვის საინტერესო საკითხებზე.

მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ყურადღება გაამახვილა ზოგადი განათლების სფეროში გატარებული რეფორმების შედეგად, საქართველოში სწავლის ხარსიხის ამაღლებაზე, საქართველოში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის გახსნასა და ჩამოყალიბებაზე. აგრეთვე, ისაუბრა,  ისეთ მნიშვნელოვან პროექტებზე, როგორიცაა ”ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” , რომლის ფარგლებშიც წელს 1500 ინგლისურენოვანი მოხალისე პედაგოგი ჩამოდის საქართველოში.

”საქართველოში განხორციელებული რეფორმების მიმართ ინტერესი ძალიან დიდია. არამარტო მეზობელი ქვეყნების მხრიდან, ასევე დიდ ბრიტანეთის მხრიდანაც.  ძალიან მნიშვნელოვანია,რომ მე მქონდა ასეთი შესაძლებლობა მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტის-კემბრიჯის   სტუდენტებთან მესაუბრა იმ წარმატებული რეფორმების შესახებ, რომელიც განხორცილედა ჩვენს ქვეყანაში.”-ამბობს დიმიტრი შაშკინი.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე