ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ეგვიპტელი ჟურნალისტები განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმებს გაეცნენ

ეგვიპტური მასმედიის, წამყვანი ტელევიზიებისა და ჟურნალების წარმომადგენლები საქართველოში სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებული რეფორმების გასაცნობად და გასაშუქებლად ჩამოვიდნენ.

ეგვიპტელი ჟურნალისტები განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეებითაც დაინტერესდნენ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველ მოადგილესთან კოკა სეფერთელაძესა  და მინისტრის მოადგილე ნოდარ სურგულაძესთან ერთად,  მათ  №1 ექსპერიმენტალურ სკოლაში თანამედროვედ აღჭურვილი ჯეოსელის ”მომავლის კლასი” და პირველკლასელთა კორპუსი დაათვალიერეს, ნახეს ნეტბუკების დახმარებით მიმდინარე ინგლისური ენის გაკვეთილი, შეხვდნენ პროგრამის ”ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” ფარგლებში ჩამოსულ ინგლისურენოვან მასწავლებელს.

თბილისის №1 ექსპერიმენტალური სკოლის მაგალითზე,  ეგვიპტელი ჟურნალისტები  საქართველოს ზოგადი განათლების სფეროში განხორციელებულ სიახლეებს გაეცნენ, რადგან ამ სკოლაში საქართველოს პრეზიდენტისა და სამინისტროს მიერ  ინიცირებული თითქმის ყველა პროექტია დანერგილი.

ეგვიპტელი ჟურნალისტები უკვე შეხვდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურს, შინაგან საქმეთა მინისტრს ვანო მერაბიშვილს და საგარეო საქმეთა მინისტრს გრიგოლ ვაშაძეს.  ეგვიპტელი ჟურნალისტები ჩვენს ქვეყანაში კიდევ ერთი კვირა დარჩებიან და სამშობლოში დაბრუნების შემდეგ საქართველოზე სიუჟეტებს მოამზადებენ, რათა მათ ქვეყანაში უკეთ გაიცნონ საქართველო და აქ მიმდინარე ის წარმატებული რეფორმები, რომლებიც განათლების, ეკონომიკის, ბიზნესის, ტურიზმის სფეროში ხორციელდება.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე