ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ამერიკის მანდატურთა ეროვნული ასოციაციის წარმომადგენლები შეხვედრებს განაგრძობენ

საქართველოში ვიზიტად მყოფი ამერიკის მანდატურთა ეროვნული ასოციაციის წარმოამდგენლები სხვადასხვა სახელმწიფო უწყებში შეხვედრებს განაგრძობენ. ამერიკელი სტუმრები დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელ შოთა უტიაშვილს შეხვდნენ  და პოლიციის რეფორმებს გაეცნენ. მათ დეტალური ინფორმაცია მიიღეს  საქართველოში რევოლუციამდე არსებობულ მძიმე კრიმინოგენული სიტუაციაზე, რომელიც  პოლიციის რეფორმის გატარების შემდეგ რადიკალურად შეიცვალა.

ამერიკის მანდატურთა ეროვნული ასოციაციის წარმომადგენლებმა არასრულწლოვათა დანაშაულის სტატისტიკაც შეისწავლეს. პოლიციის აკადემიაში მომზადებული მანდატურების სკოლებში შესვლის შემდეგ 95%-ითაა შემცირებული ძალადობის ფაქტები. ევროკავშირის კვლევის მიხედვით კი, მშობელთა 75% ემხრობა მანდატურის სამსახურს და სკოლაში შვილს დაცულად თვლის.

ამერიკელმა სტუმრებმა მაღალი შეფასება მისცეს საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს, მანდატურის სამსახურის საქმიანობა კიდევ ერთხელ დადებითად შეაფასეს და მიესალმნენ საქართველოს მანდატურის სამსახურის საერთაშორისო ასოციაციაში გაწევრიანების ფაქტს.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე