ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სკოლებში ვირტუალური საგნობრივი ლაბორატორიები ამოქმედდება

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი თბილისის 186-ე საჯარო სკოლაში ქიმიის  გაკვეთილს დაესწრო, რომელიც ვირტუალური ლაბორატორიის გამოყენებით წარიმართა.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის მიერ ტრენინგები ჩაუტარდა და გადამზადდა ქიმიის, ფიზიკისა და მათემატიკის 150 მასწავლებელი როგორც თბილისის, ასევე რეგიონების 50 საპილოტე სკოლიდან.  ცენტრის ექსპერტების მიერ გადამზადებული პედაგოგები თავიანთ სკოლებში  საგნების სწავლების თანამედროვე მეთოდს გამოიყენებენ, ხოლო შემდგომ საპილოტე სკოლებში მიღებული გამოცდილების საფუძველზე,  ზოგადი რეკომენდაციები შემუშავდება საჯარო სკოლებში ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დასანერგად.

ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებას საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების პროცესში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. განსაკუთრებით იმ სკოლებში, სადაც არ არსებობს შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობა და ინფრასტრუქტურა. პრეზიდენტის ინიციატივის შესაბამისად, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის მხარდაჭერით, ახალი სასწავლო წლიდან პედაგოგებს საშუალება ეძლევათ გაამდიდრონ და უფრო საინტერესო გახადონ გაკვეთილები ვირტუალური ლაბორატორიების გამოყენებით.

სკოლებში პროგრამის დანერგვა და მისი სასწავლო პროცესში აქტიურად გამოყენება მასწავლებლებს  სასწავლო გეგმით განსაზღვრული მიზნების უკეთ მიღწევაში დაეხმარება. კერძოდ, გაზრდის მოსწავლეთა  მოტივაციას, ხელს შეუწყობს ვირტუალური ლაბორატორიის გამოყენებით მოსწავლეებში საბუნებისმეტყველო საგნებისათვის საჭირო კვლევითი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებასა და განვითარებას, ასევე დაეხმარება მათ  ცნებების  უკეთ გააზრებაში.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, განათლების რეფორმის  ერთ-ერთი მიზანი მომავალი თაობებისათვის ისეთი საგანმანათლებლო პროგრამების შექმნაა, რომლებიც    მოსწავლეების მიერ თანამედროვე ტექნოლოგიების ათვისებასა  და გამოყენებას, ახალი მოთხოვნების  შესაბამისად, მასწავლებელთა  პროფესიულ  განვითარებასა და ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო გარემოს უზრუნველყოფას გულისხმობს.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე