ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ცნობილი მეცნიერები საჯარო სკოლებში სამეცნიერო - პოპულარულ ლექციებს წაიკითხავენ

მეცნიერები  X, XI და XII კლასების მოსწავლეებს სამეცნიერო-პოპულარულ სალექციო კურსს წაუკითხავენ და პრაქტიკულ გაკვეთილებს ჩაუტარებენ.

კონკურსის მიზანია საჯარო სკოლის მოსწავლეებში მეცნიერების პოპულარიზაციის ხელშეწყობა, სამეცნიერო მიღწევებისა და სიახლეების გაცნობა, თანამედროვე სამეცნიერო ცოდნის მიწოდება პოპულარული ენითა და მათი დაინტერესება მეცნიერებით.



ლექციები მოიცავს შემდეგ სამეცნიერო მიმართულებებს:

  • ქიმია
  • ფიზიკა
  • ბიოლოგია და მედიცინა
  • კოსმოლოგია და ასტრონომია
  • გეოგრაფია, გეოლოგია, ეკოლოგია
  • საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები
  • მათემატიკა
  • საინჟინრო მეცნიერებები.

სამეცნიერო - პოპულარული ლექციები საჯარო სკოლებისათვის 1 აპრილიდან დაიწყება და  საქართველოს შემდეგ ქალაქებში განხორციელდება: თბილისი, ქუთაისი, გორი, რუსთავი, თელავი, ოზურგეთი, ფოთი, მცხეთა, ონი, მესტია, სენაკი, ხელვაჩაური, ბორჯომი, ახალქალაქი.

2009 წელს პროგრამაში 15 000-ზე მეტი მოსწავლე ჩაერთო.

დაწვრილებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით  ადგილობრივ საგანმანათლებლო რესურს-ცენტრებს ან იხილეთ ვებ-გვერდი: www.gnsf.ge

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე