ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

დიმიტრი შაშკინმა პროფესორი ვაჟა მენთეშაშვილი საპატიო დიპლომით დააჯილდოვა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ეწვია და გაწეული ხანგრძლივი პედაგოგიური და სამეცნიერო მუშაობისათვის, სატრანსპორტო ფაკულტეტის მანქანათმშენებლობის ტექნოლოგიების კათედრის სრული პროფესორი ვაჟა მენთეშაშვილი ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დიპლომით დააჯილდოვა.

ვაჟა მენთეშაშვილი 50 წელია რაც ტექნიკურ უნივერსიტეტში პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა, არის ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი. გამოქვეყნებული აქვს 60 სამეცნიერო პედაგოგიური ნაშრომი, მათ შორის 12 საავტორო მოწმობა და 2 საქართველოს პატენტი გამოგონებაზე.

მინისტრმა ასევე დაათვალიერა ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩატარებული სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები. ამ სამუშაოების ფარგლებში გარემონტდა ადმინისტრაციული კორპუსის ფასადი, სინქრონული თარგმანის აპარატურით და უახლესი ავეჯით აღიჭურვა საკონფერენციო დარბაზი, გარემონტდა მე -4  სასწავლო კორპუსის სასწავლო ოთახები. მე-2 კორპუსში სპორტდარბაზს ჩაუტარდა კაპიტალური შეკეთება მთლიანი რეკონსტრუქციით, მოეწყო ახალი  საშხაპეები თავისი გასახდელებით და სატრენინგო ოთახები.

მინისტრმა მოინახულა ამიერკავკასიაში ერთ-ერთ საუკეთესო ბიო-ნანო კერამიკის და ნანო კომპოზიტების მასალათმცოდნეობის კვლევითი ცენტრი, რომელსაც კერამიკოსთა მსოფლიო ფედერაციის და ევროპის კერამიკოსთა საზოგადოების საბჭოების წევრი ზვიად კოვზირიძე ხელმძღვანელობს. ცენტრი რამდენიმე მიმართულებით მუშაობს და მისი პარტნიორები არიან გერმანიის  ქალაქ ბრემენის უნივერსიტეტი, იაპონიის ტოჰოკუს უნივერსიტეტის ბიო-სამედიცინო ინჟინერიის ლაბორატორია, ინგლისის მანჩესტერის უნივერსიტეტი.

2010 წლის 15-18 ნოემბერს იაპონიის ქალაქ ოსაკაში გამართულ მე-3 მსოფლიო კონგრესზე სწორედ ამ ცენტრის წყალობით საქართველო იქნება მე-3 ქვეყანა ამერიკისა და იაპონიის შემდეგ, რომელიც სავარაუდოდ გააკეთებს ოფიციალურ განაცხადს კერამიკული ნაწილაკებით კიბოს დაავადებების მკურნალობის შესახებ.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე