ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მინისტრის სააღდგომო საჩუქარი ბავშვებს

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი  დიმიტრი შაშკინი  თბილისის მე-200 საჯარო სკოლას ეწვია, ბავშვებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და სააღდგომო საჩუქრები გადასცა. მინისტრმა აღნიშნა, რომ სამინისტროსთვის ერთ-ერთ პრიორიტეტს ინკლუზიური განათლება წარმოადგენს და უნდა მოხდეს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვთა საზოგადოებაში ინტეგრირება, მათ თავი მოსახლეობის სრულფასოვან წევრებად უნდა იგრძნონ. ამ მიმართულებით სამინისტრო აქტიურად მუშაობს.

მე-200 საჯარო სკოლაში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე  137 მოსწავლეა, მათგან  110 - პანსიონური მომსახურებით სარგებლობს. 4 აპრილს მინისტრს ამ სკოლის 30-მა მოსწავლემ უმასპინძლა.

მე-200 საჯარო სკოლის პედაგოგები ბავშვებთან ინდივიდუალური სასწავლო გეგმით მუშაობენ და  მათი სხვადასხვა ღონისძიებებში ჩართვის გზით, თვითმოვლასა და გარემოში ორიენტირებას ასწავლიან.  ამ სკოლის პედაგოგები ხელს  უწყობენ ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრაციას,  ასევე ეხმარებიან სხვა სკოლებს  სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებთან მუშაობის სპეციფიკის დაუფლებაში.

მე-200 საჯარო სკოლას 2008 წელს პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამის “იაკობ გოგებაშვილი” ფარგლებში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე