ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ქუთაისის №41 საჯარო სკოლას ფიზიკა-მათემატიკური სკოლის სტატუსი დაუბრუნდა

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ანდრია რაზმაძის სახ. №41 საჯარო სკოლას ეწვია, ფიზიკა-მათემატიკური  სკოლის ძველი სტატუსი დაუბრუნა და  საჩუქრად 10 კომპიუტერი გადასცა.

დიმიტრი შაშკინი №41 სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებს  შეხვდა და კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარე რეფორმებზე ესაუბრა.

ქუთაისის ანდრია რაზმაძის სახ. №41 საჯარო სკოლა წლების განმავლობაში ფუნქციონირებდა როგორც ფიზიკა-მათემატიკური სკოლა-პანსიონი და მთელ დასავლეთ და სამხრეთ საქართველოს ემსახურებოდა. სასკოლო ოლიმპიადებში მიღწეული წარმატებებითა და უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხულთა სტატისტიკით ქუთაისის 41-ე საჯარო სკოლა ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესოა. მისი მოსწავლეები განსაკუთრებით წარმატებულები არიან  ფიზიკაში, მათემატიკასა და ინფორმატიკაში. 2009 წლის ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში გამოვლენილ 30 საუკეთესო სკოლებს შორის 41-ე სკოლამ მე-2 ადგილი დაიკავა. 2010 წელს ოლიმპიადაში 41-ე სკოლის  1100 მოსწავლე მონაწილეობდა.

ქუთაისის №41   საჯარო სკოლის რეაბილიტაცია პრეზიდენტის ნაციონალური მეგაპროგრამის ”იაკობ გოგებაშვილი - საჯარო სკოლების რეაბილიტაცია” ფარგლებში 2008 წელს განხორციელდა, რაზეც 1 500 000 ლარამდე დაიხარჯა.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე