ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მინისტრი წნორის მესამე საჯარო სკოლას ეწვია

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი  დიმიტრი შაშკინი წნორის მესამე საჯარო სკოლას ეწვია.

მინისტრი დაესწრო არასამთავრობო ორგანიზაციის ”ლამპარი 2009” პროექტის ”მომავალი თაობისათვის” ფარგლებში გამართულ  ღონისძიებას. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს მოსწავლეების და მასწავლებლების სამოქალაქო აქტივობებს, განავითაროს მოსწავლეებში მოქალაქეობის გრძნობა, წაახალისოს მათი ინიციატივები, ხელი შეუწყოს სკოლაში სამოქალაქო ჩართულობისთვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და მაქსიმალურად შინაარსიანი გახადოს მოსწავლეების თავისუფალი დროის ორგანიზება.

სკოლაში გაიმართა ”მოვიარე საქართველო” საზეიმო ღონისძიება, რომელზეც მოსწავლეებმა წარმოადგინეს საქართველოს კუთხეები ტრადიციული ჩაცმულობით, შესაბამისი ცეკვითა და სიმღერით, ასევე კუთხეებისათვის დამახასიათებელი სამზარეულოთი.

მინისტრი ასევე დაესწრო პროექტის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობებისა და შედეგების ამსახველ ფოტოგამოფენას კლუბ ”პატრიოტის” ოთახში, სადაც წარმოდგენილი იყო მასწავლებლების ტრენირების პროცესის ამსახველი  კადრები და ტრენინგზე  მათთვის გადაცემული მასალები, ასევე კადრები, რომლებიც ასახავს თუ როგორ  იყენებენ მასწავლებლები ახალ უნარ-ჩვევებს საგაკვეთილო პროცესში (ჯგუფური მუშაობა, თვალსაჩინოებების გამოყენება, პრეზენტაციები).

პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბებულმა სასკოლო კლუბებმა, ”პატრიოტი”  და ”ნერგები” მინისტრს მათ მიერ განხორციელბული და მომავლისთვის დაგეგმილი საქმიანობები გააცნეს.

არასამთავრობო ორგანიზაციამ ”ლამპარი 2009” პროექტი ”მომავალი თაობისათვის” სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდის დაფინანსების ფარგლებში განახორციელა.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე