ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

დიმიტრი შაშკინი სასწავლო-სამეცნიერო გამოფენის გახსნას დაესწრო

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინმა ქ. რუსთავში მე-9 სასწავლო-სამეცნიერო გამოფენას ეწვია და სხვადასხვა სკოლების მოსწავლეების მიერ წარმოდგენილი ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიისა და მათემატიკის შემეცნებითი სასწავლო პროექტები დაათვალიერა. დიმიტრი შაშკინის განცხადებით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის  ასეთი ღონისძიებები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან შემეცნებით  პროექტებში ბავშვების მონაწილეობა ხელს უწყობს მათ განვითარებასა და  ლოგიკური აზროვნების ჩამოყალიბებას.

შემეცნებითი სასწავლო გამოფენა საქართველოში მეცხრე წელია ტარდება და სათავეს 2001 წლიდან, დემირელის კერძო კოლეჯიდან იღებს. მასში ყველა კლასის მოსწავლეები და ის პედაგოგები მონაწილეობენ, რომლებიც მოსწავლეების პროექტებს ხელმძღვანელობენ. პროექტის მიზანი მეცნიერული ცოდნის გაღრმავება და თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებაა.

2010 წლის მეცხრე სამეცნიერო გამოფენის ორგანიზატორი ”ჩაღლარის” საგანმანათლებლო დაწესებულებების ქსელის რუსთავის რუსთაველის სახელობის სკოლა ლიცეუმია. აღნიშნული ლიცეუმის გარდა პროექტში დემირელის კერძო კოლეჯის, ბათუმის შაჰინის სახელობის სკოლა ლიცეუმისა და დაწყებითი სკოლის, ქუთაისის ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა ლიცეუმისა და დაწყებითი სკოლის, ნიკოლოზ წერეთლის სახელობის საერთაშორისო სკოლის, დაწყებითი სკოლა ”სხივისა” და რუსთავის №4 და №2 საჯარო სკოლების მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გარდა, სამეცნიერო გამოფენას პრეზიდენტის რწმუნებული ქვემო ქართლში დავით კირკიტაძე, ქალაქ რუსთავის მერი მამუკა ჩიქოვანი, ”ჩაღლარის” საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე  ადემ ონალი  და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე