ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

42-ე საჯარო სკოლას ფიზიკა-მათემატიკური სკოლის სტატუსი დაუბრუნდა

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი თბილისის №42 საჯარო სკოლას  ეწვია,  ფიზიკა-მათემატიკური  სკოლის ძველი სტატუსი დაუბრუნა და  საჩუქრად 10 კომპიუტერი გადასცა.  შეხვედრას №42 სკოლის   პედაგოგები, მოსწავლეები და მათ მშობლები დაესწრნენ.

№42 საჯარო სკოლა წლების მანძილზე ფუნქციონირებდა როგორც  ილია ვეკუას სახ. ფიზიკა-მათემატიკური სკოლა. სასკოლო და საერთაშორისო ოლიმპიადებში მიღწეული წარმატებებითა და უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხულთა სტატისტიკით 42-ე საჯარო სკოლა ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესოა. მისი მოსწავლეები წარმატებულები არიან არა მარტო ფიზიკაში, მათემატიკასა და ინფორმატიკაში არამედ, ჰუმანიტარულ საგნებშიც. ძირითადად 42-ე სკოლის მოსწავლეებით კომპლექტდება ქვეყნის ნაკრები ახალგაზრდა ფიზიკოსთა საერთაშორისო ტურნირებზე, რომელიც ყოველწლიურად იმართება და მასში ქართველი მონაწილეები სისტემატიურად იმარჯვებენ.

2009 წლის ეროვნულ გამოცდებზე სკოლამ საუკეთესო მაჩვენებლებს მიაღწია. კურსდამთავრებულთა 53%-მა 100%-იანი გრანტი მოიპოვა, რაც მთავარია კურსდამთავრებულთა 75% არ ემზადებოდა რეპეტიტორთან და სკოლაში მიღებული ცოდნით აღწევს წარმატებებს.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე