ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

უცხოეთის ქართული საკვირაო სკოლებისთვის სასწავლო პროგრამები შემუშავდება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა მირზა (პაპუნა) დავითაიამ და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ერთობლივი კომისიის პირველი სხდომა გამართეს. სხდომაზე განიხილეს უცხოეთში მცხოვრები ქართველების საკვირაო სკოლების სასწავლო პროგრამების შემუშავების საკითხი.

შეგახსენებთ, რომ ამა წლის 18 მარტს ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომელიც 3 თვის განმავლობაში საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებული საკვირაო სკოლებისთვის ერთიანი სასწავლო პროგრამის შემუშავებასა და წარდგენას ითვალისწინებს.

როგორც მინისტრებმა განაცხადეს, საზღვარგარეთ არსებული საკვირაო სკოლებისთვის ერთიანი სასწავლო პროგრამის შემუშავება აუცილებელია იმისათვის, რომ  ჩვენმა თანამემამულეებმა უცხოეთში საკუთარი ენა და თვითმყოფადობა შეინარჩუნონ.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე