ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მინისტმა მანდატურებს სერტიფიკატები გადასცა

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა საჯარო სკოლების მანდატურთა  პირველ ჯგუფს სერტიფიკატები გადასცა. მომავალი მანდატურები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში გადამზადდნენ, ისინი  ორი კვირის მანძილზე  თეორიულ მასალასთან ერთად,  პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს ეცნობოდნენ და ფსიქოლოგიურ კურსს გადიოდნენ.

15 აპრილიდან, მანდატურები თბილისის ათ საპილოტე სკოლაში შევლენ. სამკაციანი ჯგუფი, დაკომპლექტებული ერთი ქალბატონისა და ორი მამაკაცისაგან, სკოლის შიდა განაწესს დაიცავს, სკოლაში კონფლიქტების, დანაშაულის პრევენციასა და ბავშვებისთვის ყველა სახის დახმარებას უზრუნველყოფს. მანდატურების  ფუნქცია მოსწავლეების უსაფრთხოებაზე ზრუნვაა და უფლება არ აქვთ სადამსჯელო ღონისძიებები განახორციელონ.

სკოლის მანდატურები საინფორმაციო ტექნელოგიებით აღჭურვილ, საგანგებოდ მათთვის  გამოყოფილ ოთახებში განთავსდებიან და ვიდე-კამერებით გააკონტროლებენ სკოლის შიდა და გარე პერიმეტრს, ასევე ექნებათ სპეციალური ფორმა და თანამედროვე საკომუნიკაციო საშუალებები.

მანდატური ვალდებულია კონფლიქტური სიტუაცია შეაფასოს და ცალკეულ შემთხვევაში, დირექტორს რეაგირება მოსთხოვოს. სიტუაციის დაძაბვის შემთხვევაში, შეუძლია საქმის კურსში მშობელი ჩააყენოს და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსაც აცნობოს. უკიდურეს შემთხვევაში მანდატურს  უფლება აქვს პატრული გამოიძახოს.

სამინისტროს ახალი ინიციატივის მიზანია სწავლის პერიოდში მშობლებს  შვილების უსაფრთხოების სრული გარანტია ჰქონდეთ.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე